ოთარ კახიძე პარლამენტიდან დაზიანებით გაიყვანეს

“ევროპული საქართველოს” წევრი, დეპუტატი ოთარ კახიძე პარლამენტის შენობიდან თავის არეში მიყენებული დაზიანებით გაიყვანეს.

კახიძე შენობიდან მისივე თანაგუნდელმა, გიორგი ტუღუშმა გააცილა.  დეპუტატმა თავის არეში დაზიანება „ევროპული საქართველოს“ წევრ გიორგი კანდელაკსა და უმრავლესობის დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირების დროს მიიღო. 

დაპირისპირება დეპუტატების ოთხაში მოხდა, სადაც, გიორგი კანდელაკმა ვანო ზარდიაშვილს საფერფლე ესროლა, რომელიც შემთხვევით ოთარ კახიძეს მოხვდა.  ამ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button