მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჩრდილოატლანტიკური სამიტი ვილნიუსში, 11-12 ივლისს გაიმართება

ნატო-ს განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შემდეგი სამიტი ვილნიუსში, 11-12 ივლისს გაიმართება. გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ლიეტუვა ხელს უწყობს ძლიერი შეკავებისა და თავდაცვის უზრუნველყოფას მთელი ალიანსისთვის.

ნატოს მომავალი სამიტი, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი ნატოელი მოკავშირე ქვეყნების ლიდერთა მონაწილეობით, ლიეტუვაში გაიმართება. ამის შესახებ 9 ნოემბერს განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, იმ ფონზე, როცა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი ზრდის უსაფრთხოების თაობაზე შეშფოთებას ევროპასა და ჩრდილოატლანტიკურ რეგიონში.

“ცივი ომის შემდეგ, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ვართ ყველაზე რთულ და წინასწარ განუსაზღვრელ ვითარებაში”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა და განაცხადა, რომ 30 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები ვილნიუსში შეიკრიბებიან 2023 წლის 11-12 ივლისს.

სტოლტენბერგის თქმით, ლიდერები განიხილავენ ნატოს რუსეთსა და უკრაინასთან ახლოს მდებარე წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების ხარისხის გაზრდის გზებს და უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელებას.
ნატოს მომავალი სამიტი ასევე შეეხება ისეთ თემას, როგორიცაა თავდაცვის სფეროზე გაღებული ხარჯები, რომლებიც თანდათანობით იმატებდა მას მერე, რაც 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება განახორციელა, ხოლო თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი, მკვეთრად გაიზარდა.

მისი თქმით, მზარდი სტრატეგიული კონკურენციის ეპოქაში, ტრანსატლანტიკური კავშირი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის კვლავაც არსებითია მილიარდობით მოქალაქის უსაფრთხოებისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button