ჩრდილოეთ კალიფორნიაში ხანძარმა 18,5 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა
ჩრდილოეთ კალიფორნიის სანაპირო ზოლში ტყის მასივი იწვის, ხანძარმა 18,5 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა, რის გამოც 2 გზატკეცილი გადაიკეტა, – გადმოსცემს სააგენტო Reuters.
სან-ფრანცისკოს ჩრდილოეთით მდებარე ლეიკის ოლქში მძვინვარე ხანძარის კერას, რომელიც 8 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას მოედო, „Rocky Fire“ დაარქვეს.
ხანძრის გამო, მე-16 და 20-ე გზატკეცილები ნაწილობრივ გადაიკეტა, 24 სახლი და 26 სამეურნეო შენობა განადგურდა. ცეცხლს 2 000 მეხანძრე ებრძვის. 12 000 ადამიანი უკვე ევაკუირებულია.
ხანძარი კალიფორნიის ჩრდილოეთ ნაწილს, ხანგრძლივი გვალვის შედეგად მოედო, – აცხადებს სააგენტო.
Rocky Fire-ის კერაში, 38 წლის მეხანძრე, ავარიულ-სამაშველო სამსახურის მეთაური დევიდ რული დაიღუპა, რომელსაც სამხრეთ დაკოტაში მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”14305″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]