ოლიმპიური ცეცხლი ჩაქრა – “თბილისი 2015” დასრულდა [Video]

ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი 2015” დასრულდა.
6-დღიანი ფესტივალის დასასრულს ოლიმპიური ცეცხლი ჩაქრა, ფესტივალი კი საზეიმო ღონისძიებით დაიხურა.
ოლიმპიურ ფესტივალში 50-მდე ქვეყნის 3 800-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. შეგახსენებთ, საქართველომ 4 ოქროს და ექვსი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ამ მაჩვენებლით ლიდერთა ათეულში ბოლო პოზიციაზე მოხვდა.