მსოფლიოსიახლეები

ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეასთან კომუნიკაციას წყვეტს

ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეასთან კომუნიკაციას წყვეტს. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

მუშაობას წყვეტს ჩრდილოეთ კორეის ერთ-ერთ სასაზღვრო ქალაქში განთავსებული სამეკავშირეო ოფისიც, რომელიც სამხრეთ კორეამ და ჩრდილოეთ კორეამ 2018 წელს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ დააარსეს.

რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის დამ განაცხადა, რომ თუ სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეაში პროკლამაციების გაგზავნას არ შეწყვეტდა, ჩრდილოეთი სამეკავშირეო ოფისს დახურავდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button