მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

საქართველოს 3 უნივერსიტეტი მსოფლიო რეიტინგში

მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის ცენტრმა საქართველოს 3 უმაღლესი სასწავლებელი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის დაასახელა. რეიტინგში 2 000 უნივერსიტეტი მოხვდა.

2 000 უნივერსიტეტის რეიტინგი ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც უნივერსიტეტების რეიტინგს მიცემული ცოდნის ხარისხის მიხედვით ადგენს, ასევე, მნიშვნელობას ანიჭებს დამთავრებული კურსანტების მოთხოვნას სამუშაო ბაზარზე.

საქართველოს წამყვან უნივერსიტეტად დასახელდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, რომელიც მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო ათასეულში მოხვდა და 885-ე ადგილს ინარჩუნებს.

რეიტინგში ასევე მოხდა ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტი. მას მსოფლიო რეიტინგში 1 473-ე ადგილი უკავია და საქართველოში მეორე საუკეთესო უნივერსიტეტად მიიჩნევა.

მესამე საუკეთესო ქართული უნივერსიტეტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გახდა. მან საქართველოს რეიტინგში მხოლოდ პირველი ორი ადგილი დათმო, მსოფლიო რეიტინგში კი, 1 746-ე ადგილზეა.

უკვე მეათე წელია, მსოფლიო რეიტინგში ლიდერის პოზიცია ჰარვარდის უნივერსიტეტს უკავია. მეორე და მესამე ადგილებსაც, ამერიკული უნივერსიტეტები ინარჩუნებენ, – მასაჩუსეტის ტექნიკური ინსტიტუტი და სტენფორდის უნივერსიტეტი.

მეოთხე და მეხუთე ადგილს ბრიტანული, კემბრიჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტები ინარჩუნებენ.

ამასთან, კემბრიჯის უნივერსიტეტს, სწავლის ხარისხით, მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია.

მსგავსი პოსტები

Back to top button