სასჯელის გამკაცრების მოთხოვნა საარჩევნო პროცესებში ძალადობრივ ქმედებებზე

პრემიერმინისტრმა იუსტიციის სამინისტროს პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობრივი ქმედებების სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით მიმართა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობა მსგავს ფაქტებზე საკმარისად მკაცრ სასჯელს არ ითვალისწინებს.

პრემიერის ინიციატივას უკვე მოჰყვა შეფასებები აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოში. თავდაცვის მინისტრი კანონმდებლობის გამკაცრებას მიესალმება.

საკითხზე კონსულტაციების გასამართად მზადყოფნას აცხადებენ საკანონმდებლო ორგანოში. უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ მოქმედი კანონმდებლობა უკვე არეგულირებს ძალადობრივი დანაშაულის სასჯელს, რის გამოც კონკრეტული ცვლილებების აუცილებლობა უნდა დასახელდეს.

ხელისუფლების მხრიდან, არჩევნების პერიოდში ინციდენტების აცილების მიზნით, ქმედით ნაბიჯებს არ ელოდებიან ოპოზიციაში და აცხადებენ, რომ მმართველ გუნდს სათანადო პოლიტიკური ნება არ აქვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button