ჩრდილოეთ კორეაში ბავშვებს რკინიგზის შეკეთებას აიძულებენ [Photo/Video]

კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში სკოლის მოსწავლეებს დღეში 10 საათის მაძილზე რკინიგზის ლიანდაგის შეკეთებას აიძულებენ, – წერს Mirror და შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს.

“ეს კადრები ასახვს ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოს მიერ ბავშვთა შრომის ყველაზე ბოროტად გამოყენებასა და ექსპლუატაციას”, – აღნიშნა უფლებადამცველმა ევროპული ალიანსიდან მაიკლ გლენდინინგმა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გადაღება ფარული კამერის მეშვეობით განხორციელდა. ღარიბი ოჯახებიდან გამოსულ ბავშვებს, რომლებსაც მძიმე სამუშაოს შესრულებას აიძულებენ, სკოლაში მთელი წლის მანძილზე არ უვლიათ. ქვეყანაში პატარების შრომას უსასყიდლოდ უწევენ ექსპლუატაციას. ამასთან ერთად სამუშაოს უხარისხოდ შესრულებისთვის ისინი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან და სატიკად ისჯებიან.

php_vidgrab_harris_55

prod-php_vidgrab_harris_34

მსგავსი პოსტები

Back to top button