მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჩრდილოეთ კორეაში ცოლ-ქმარი სასტიკად აწამეს და დახვრიტეს

ჩრდილოეთ კორეაში ცოლ-ქმარი სიკვდილით დასაჯეს მას შემდეგ, რაც ისინი თავიანთ 14 წლის ძმისშვილთან ერთად გაქცევის მცდელობის დროს დააკავეს.

50 წელს გადაცილებული წყვილი თავიანთი სახლიდან, ჰიენსანიდან გაქცევას ცდილობდა, კორონავირუსული მკაცრი კარანტინის გამო.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალს სურდა, თავისი ძმისშვილი სამხრეთ კორეაში მისი მშობლებისთვის დაებრუნებინა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი სწორედ მაშინ დააკავეს, როდესაც საზღვრის გადალახვას ცდილობდნენ. საზღვარი კი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, კორონავირუსული კარანტინის გამო, ძალზე მკაცრად კონტროლდება.

მედიის ინფორმაციით, არასრულწლოვანი სიკვდილს გადაურჩა, მისი დეიდა და ბიძა კი, სასტიკად აწამეს სიკვდილამდე, რათა მათი გეგმების შესახებ გაეგოთ. ორივე მათგანი, ყოველგვარი სამართლებრივი პროცესის წარმოების გარეშე, დახვრიტეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button