მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“წყალტუბოს აღორძინების პროექტი – კიდევ ერთი ბლეფი”

პარტია “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე წყალტუბოში სანატორიუმების შესყიდვასთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ხალხის მოტყუებაში ადანაშაულებს.

„29 ოქტომბერს ჩვენ მოვისმინეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის თავზე იღებს წყალტუბოს პროექტს. სამწუხაროდ, ჩემს უკან რაც ხდება, ეს არის მთელს წყალტუბოში. ეს არის კიდევ ერთი ბლეფი, რომელიც მოვისმინეთ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთი არჩევანი: ან საქართველო რეგიონის ლიდერი, ან ივანიშვილის საქართველო, რომელიც არის მუდმივად გაჭირვებული. მუდმივად გვატყუებენ. ასეთი სასტუმრო ათობით არის აქ.

“იმასაც გეტყვით, რომ 350 000 000 თავის დროზე წყალტუბოს რეაბილიტაციისთვის უნდა დახარჯულიყო. გააჩერეს ეს პროექტი. საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ახლა მითხრეს, რომ ციხეში ზის. ინვესტორებზე მუშაობდა და გადაკვეთა, როგორც ჩანს, ივანიშვილის ინტერესები და დასაჯეს“.

ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ წყალტუბოში სანატორიუმების დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

“ნუ ნერვიულობს ოპოზიცია, ჩვენ ყველა დანაპირებს ვასრულებთ, წყალტუბოს აღორძინება დაიწყება გეგმაზომიერად, ისე, როგორც ეს ითქვა”. – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს წყალტუბოს პროექტთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას განუცხადა.

მინისტრის თქმით, პანდემიამ ბევრი პროცესი შეანელა, თუმცა საბოლოოდ, წყალტუბოს პროექტს ეს არ დაეტყობა.

„კორონავირუსმა, რა თქმა უნდა, შეანელა ბევრი პროცესი, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში, არანაირად არ დაეტყობა წყალტუბოს პროექტს და ამის დასტურია თუნდაც აბასთუმნის პროექტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და „ქართუ“ ფონდის ქველმოქმედების საფუძველზე და კერძო ბიზნესის ჩართულობით ხორციელდება. ნახეთ, როგორ ხორციელდება ეს აბასთუმანში. ასეთივე აღმავლობა ძალიან სწრაფად დაიწყება წყალტუბოში და ზოგიერთი ოპოზიციონერი, რომლებსაც ახლა, ამ კორონავირუსის ეპიდემიის შემდეგ გაახსენდათ თურმე, რა ხდება ახლა წყალტუბოში, ჯერ კიდევ სტუდენტები იყვნენ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი თავის პირველ ქველმოქმედებას ახორციელებდა წყალტუბოში. ასე რომ, არანაირად არ გაგვიჭირდება ამის შესრულება”. – განაცხადა ნათია თუნავამ.

შეგახსენებთ: ბიძინა ივანიშილმა, 2019 წლის 29 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ მიიღო გადაწყვეტილება, სათავეში ჩაუდგეს წყალტუბოს აღორძინების პროექტს.

მსგავსი პოსტები

Back to top button