მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჩრდილოეთ უკრაინიდან გაყვანილ რუსულ არმიას ხელახალი აღჭურვა სჭირდება

ჩრდილოეთ უკრაინიდან გაყვანილ რუსულ არმიას ხელახალი აღჭურვა სჭირდება – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ბრიტანულ დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრიტანული დაზვერვა წერს, რომ ჩრდილოეთ უკრაინიდან აღმოსავლეთში განლაგების მიზნით გამოყვანილი რუსული ჯარები საჭიროებენ მნიშვნელოვან გადაიარაღებასა და მოდერნიზაციას უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლის განახლებამდე.

მას შემდეგ, რაც ოკუპანტებმა კიევის ოლქი და უკრაინის სხვა ქალაქები დატოვეს, გავრცელებული ინფორმაციით ახლა გადაჯგუფების პროცესში არიან და პუტინის ახალი სტრატეგიისთვის, დონბასზე შეტევისთვის ემზადებიან.

ამასთან უკრაინაში ომის 41-ე დღეს. რუსი ოკუპანტები ისევ ახორციელებენ შეტევებს საცხოვრებელ სახლებზე და კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას.

24 თებერვლიდან 3 აპრილის ჩათვლით, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისმა, უკრაინაში 3 567 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვისა და დაჭრის ფაქტები დააფიქსირა.

მათივე მონაცემებით, რუსი ოკუპანტების ქმედებების შედეგად აქედან დაიღუპა 1430, დაიჭრა – 2097.

მსგავსი პოსტები

Back to top button