მნიშვნელოვანისიახლეები

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის სქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. საქმე ეხება საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას. ყოფილ პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში სდებენ ბრალს. დღევანდელი სხდომა მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება. დაცვის მხარე პროცესზე გარკვეული შუამდგომლობების დაყენებას გეგმავს.

პროცესს თავად მიხეილ სააკაშვილიც ესწრება. მან უკვე ისარგებლა სიტყვითაც, რომელიც უკრაინაზე განცხადებებისთვის გამოიყენა.

ყველამ კარგად იცის რისთვის მასამართლებენ, მასამართლებენ იმისთვის, რომ არ დავუწექი რუსეთს და არ ჩავაბარე საქართველო. მე ვარ პუტინის ტყვე და ეს თქვეს ევროპარლამენტის ყველაზე დიდმა ავტორიტეტებმა – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ბოლო თვეებში უცხოელი პოლიტიკოსები მის საკითხთან დაკავშირებით ჩამოდიან
საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კონტრაბანდასთან დაკავშირებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოეხმაურა.

იგი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, თუ მართლაც არასწორია ინფორმაცია, თუმცა როგორც სააკაშვილი ამბობს, უკრაინის დაზვერვა ძირითადად ინგლისისა და აშშ-ს დაზვერვის მონაცემებს ეყრდნობა:

ეს არის დიდი ტრაგედია და მე ქედს ვიხრი ყველა დაღუპულის წინაშე – ბუჩას ტრაგედიას მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოეხმაურა. მესამე პრეზიდენტმა იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს წინაშე დგას:

მთელი ეს პერიოდი უკრაინა ემზადება გამარჯვებისთვის და ჩვენ გვამზადებენ კაპიტულაციისთვის, ჩაბარებისთვის,

მისივე თქმით, თუ საქართველოს ჩააბარებენ, რუსები, რომლებიც შემოვლენ აქ, თბილისში, “მაშინ დაერევიან მოსახლეობას, მაშინ დახოცავენ ხალხს, მაშინ დაეპატრონებიან ჩვენს ქონებას, მაშინ გაანადგურებენ ქართველ ერს”.

არაფერ შუაშია „ნაციონალები“ ამბობენ ამას“, მითიური გია ლორთქიფანიძე თუ სხვა. ეს არის უკრაინის სახელმწიფოს ოფიციალური განცხადება, რომელიც იმყოფება მათ შორის ჩვენს ომში იმისთვის, რომ აქ არ შემოგვივარდნენ რუსები, ყელი არ გამოგვჭრან, არ დაგვახრჩონ, არ გაგვანადგურონ და ჩვენი შვილები არ გააუპატიურონ, რასაც აკეთებენ ყველგან, – ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულ შეფასებებს.

მისივე განცხადებით, თუ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ამ შემთხვევაში თითოეული ტანკის დეტალზე ქართველი და უკრაინელ მებრძოლთა სისხლია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ხმა სასამართლო დარბაზიდან

 

თემურ ჯანაშიას ხმა

სასამართლო პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილები.

მსგავსი პოსტები

Back to top button