Chrysler-მა მომავლის ავტომობილის კონცეპტი წარმოადგინა [Photo/Video]

ამერიკულმა საავტომობილო კომპანია Chrysler-მა მომავლის ავტომობილის – საოჯახო ელექტრომობილ-მინივენის კონცეპტი წარმოადგინა – გვაცნობებს Motorpasion.
სიახლეს, რომელსაც გაუმჯობესებული ავტოპილოტი და ფუტურისტული დიზაინი აქვს, Chrysler Portal-ი უწოდეს.
გამოცემის ინფორმაციით, ელექტრომობილს 6 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. დეველოპერებმა მანქანის კარებს პორტალი უწოდეს, ვინაიდან ოთხივე მათგანი განზე იღება.
ელექტრომობილი მთლიანად ავტომატიზებულია და ავტონომიურ რეჟიმში მუშაობს. იგი ასევე აღჭურვილია ულტრაბგერითი სენსორებით, კამერებითა და რადარებით.
მანქანას საბორტო კომპიუტერიც გააჩნია, რომელსაც პატრონის სახის ამოცნობა შეუძლია, ხოლო მფლობელის მიერ ხმოვანი ბრძანებების გაცემის შემდეგ იგი კარებსა და საბარგულს გააღებს.
რაც შეეხება სხვა მახასიათებლებს, ელექტრომობილს 100 კვ/სთ-ის ტევადობის აკუმულატორი ექნება, რომელიც 400 კილომეტრის დაფარვის საშუალებას მისცემს. ამის გარდა, მანქანას სწრაფი დატენვის ფუნქციაც ექნება, რომელიც აკუმულატორს 30 წუთში შეავსებს და მინივენს 250 კილომეტრის გავლის საშუალებას მისცემს.
[print_gllr id=50457]