მნიშვნელოვანირეგიონი

“ჩვენ ამ დროშისთვის სისხლს ვღვრით, არ აპატიოთ ქართული დროშის გათელვა”

“ჩვენ ამ დროშისთვის სისხლს ვღვრით, არ აპატიოთ ქართული დროშის გათელვა”- უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის წევრი ლაგოდეხში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

ქართველი ლეგიონერი, ვანო ნადირაძე იმ პირის დასჯას ითხოვს, ვინც 20 აპრილს ლაგოდეხში, პრორუსული კონსერვატიული პარტიის ოფისთან საქართველოსა და უკრაინის დროშები ჩამოგლიჯა.

ამ მოთხოვნით, მან სპეციალური ვიდეო ჩაწერა და სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“ჩვენ ამ დროშისთვის, უკრაინაში სისხლს ვღვრით. იცით, რამდენიმე გმირი ვაჟკაცი დაავეღუპა. ყველას მოგიწოდებთ დ განსაკუთრებით, პოლიციას, ეგ ნაძირალა დასაჯოთ. არ აპატიოთ ქართული დროშის შეურაცხყოფა, ისე არ გააკეთოთ, რომ ჩვენ გავაკეთოთ თქვენი გასაკეთებელი. თქვენ პოლიცია არ იქნებით, თუ ამ დროშის გათელვას, ანწუხელიძე რომ რომ იბრძოდა, ამ დროშის, რომლისთვისაც მას შეურაცხყოფა ვერ მიაყენებინეს, უპატივცემულობას აპატიებთ. ჩვენს დასასჯელს ნუ გახდით. ამ დროშის შეურაცხყოფას არავის ვაპატიებთ”– ამბობს ნადირაძე.

შეგახსენებთ, ლაგოდეხში, 20 აპრილს, კონსერვატიული პარტიის ოფისის დახურვის მოთხოვნით გამართულ აქციაზე,ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა და დროშები და ტრანსპარანტები ჩამოგლიჯა.

მსგავსი პოსტები

Back to top button