“ჩვენ მოვიგებთ ომს” – “რუსთავი-2”- მა აქცია სიმღერით დაასრულა

ჩვენ მოვიგებთ ომს – ირაკლი ჩარკვიანის ამ სიმღერით ტელეკომპანია რუსთავი 2 ის აქცია რამდენიმე წუთია თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ დასრულდა, რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრებოდა.

აქციაზე “რუსთავი2”-ის თანამშრომლებმა მაყურებლებს მიმართეს და განაცხადეს,რომ არავის დაუთმობენ სიტყვის თავისუფლებასა და ტელეკომპანიას.

რუსთავი2-მა დღესვე მაუწყებლობა განაახლა და აქცია პირდაპირ ეთერში გადასცა.

აქციას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

დღეს დილიდან ამ დრომდე რუსთაველის გამზირი გადაკეტილია და აქციის ტერიტორიას გაძლიერებული საპატრულო ეკიპაჟები იცავენ.

ნახეთ რადიო თბილისის ფეისბუკ Live აქციიდან

მსგავსი პოსტები

Back to top button