პატრიარქი საქართველოში 20 თებერვალს დაბრუნდება

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე გერმანიას ხვალ, 20 თებერვალს, დატოვებს და სამშობლოში საღამოს 18:00 საათზე დაბრუნდება.

qarTvelebipatriarqtanდღეს, 19 თებერვალს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ბერლინის ჰელიოს ბუხის კლინიკაში მრევლი მიიღო – ინფორმაციას ბერლინის კლინიკიდან ჟურნალისტი მიხეილ ხაჩიძე ავრცელებს.

ილია მეორემ ბერლინში მცხოვრები ოჯახი დალოცა და მათ მშვიდობა და კეთილდღება უსურვა.

კლინიკაში პატრიარქის მოსანახულებლად გერმანიაში მცოხვრები ქართველები ყოველდღიურად მიდიან, თუმცა ილია მეორესთან შესვლის საშუალება უმეტეს მათგანს არ ეძლევა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 13 თებერვალს ბერლინში ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გაუკეთეს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button