მნიშვნელოვანისიახლეები

“ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ და სწორედ აქედან გამომდინარე, ასევე განსაკუთრებულები ვართ 2 “მწვანე პასპორტით” -ტიკარაძე

​ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში კოვიდსტატისტიკა საკმაოდ მძიმეა. ტიკარაძის განმარტებით, სიკვდილიანობის შესამცირებლად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია.

“საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში არსად არ არის, ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ და სწორედ აქედან გამომდინარე, ასევე განსაკუთრებულები ვართ 2 “მწვანე პასპორტით”, უვადო პასპორტი – ეს ყველაფერი გამომდინარეობს ალბათ ჩვენი გენეტიკიდან და ჩვენი ხასიათიდან.
ჩვენ ვართ ქართველები და არა მგონია ვინმეს ეს უკვირდეს, ჩვენ ყველას გაგვაჩნია ჩვენი კონკრეტული დამოკიდებულება. მე პირადად ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოება ეტაპობრივად შეეგუოს იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

​ამასთან, მინისტრმა “მწვანე პასპორტზეც” გააკეტა განმარტება.

კოვიდგადატანილი მოქალაქეები, რომლებსაც ვაქცინის ორივე დოზა გაკეთებული არ აქვთ, საზღვარგარეთ “მწვანე პასპორტით” უვადოდ ვერ ისარგებლებენ.

როგორც მან აღნიშნა, ​ასეთი პირები სხვა ქვეყნებში მწვანე სტატუსით მხოლოდ ვირუსის დადასტურებიდან 6 თვის განმავლობაში შეძლებენ სარგებლობას, ამის შემდეგ კი დასჭირდებათ ისეთი “მწვანე პასპორტი”, რომლითაც დასტურდება, რომ ვაქცინის ორივე დოზა აქვთ გაკეთებული.

რაც შეეხება საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას უვადო მწვანე სტატუსთან დაკავშირებით, მინისტრი ამბობს, რომ დაძაბული სოციალური და ეკონომიკური ფონის პირობებში, ეს გადაწყვეტილება “ცუდი არაა”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კი საქართველოში შესაძლოა, „მწვანე პასპორტის“ 2 ვარიანტი იყოს დაშვებული, რომელთაგანაც ერთი ქვეყნის შიგნით იქნება მოქმედი, ხოლო მეორე საზღვარგარეთ.

როგორც გამყრელიძემ განაცხადა, ის „მწვანე პასპორტი“, რომელიც საზღვარგარეთ მოხმარებისთვის იქნება განკუთვნილი, კოვიდგადატანილი პირებისთვის ვირუსის გადატანიდან 6 თვის განმავლობაში იმოქმედებს.

შეგახსენებთ რომ საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან მწვანე პასპორტების სისტემა ამოქმედდება. მწვანე სტატუსი აქვთ პირს, ვინც ვაქცინირებულია, გადატანილი აქვს კორონავირუსი ან წარადგენს ვალიდურ PCR ან სწრაფ ტესტს.

ჯანდაცვის მინისტრის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button