რეგიონი

”ჩვენ ვგმობთ ძალადობას და ვემიჯნებით რუსულ პროპაგანდას საქართველოში”

მარტვილის მუნიციპალიტეტში ” კონსერვატიული მოძრაობის” ოფისის გახსნა გააპროტესტეს.

ადგილზე შეიკრიბნენ სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეების ნაწილი.

“ჩვენი აქ ყოფნა დაიგეგმა სპონტანურად, მოქალაქეები გულისტკივილით გამოვიდნენ, ალტ-ინფოსა და კონსერვატიული პარტიის ოფისის გახსნასთან დაკავშირებით. ჩვენ ვგმობთ ძალადობას და ვემიჯნებით რუსულ პროპაგანდას საქართველოში”,- თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მარიამ კიკალიშვილმა.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ლია გულორდავამ “კონსერვტიული მოძრაობის” ოფისზე სიმბოლურად უკრაინის მხარდამჭერი სტიკერი მიაკრა.

აქციის ბოლოს საქართველოს ჰიმნიც გაჟღერდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button