რეგიონი

პანკისის ხეობის სოფელ ომალოში დამოუკიდებელი იჩქერიის დროშა დახატეს

პანკისის ხეობის სოფელ ომალოში დამოუკიდებელი იჩქერიის დროშა დახატეს.
დროშა სოფელში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, მგზავრების ერთ-ერთ მოსაცდელზე გამოსახეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მოსაცდელზე გამოსახული დროშა პოლიციისა და უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა გადაღებეს.

სამოალაქო აქტივისტი, რამზან გორგიშვილი ამბობს, რომ ჯობს შესაბამისმა სამსახურებმა საბჭოთა სიმბოლიკას მიაქციოს ყურადღება.

“სუსი და პოლიცია მისულა და დროშა გადაუღებავთ, სახელმწიფო საკუთრებაა და მასზე რაიმე სახის ნახატის დატანა არ შეიძლებაო. სადაც კი მოხატულ მოსაცდელს ნახავენ, ყველგან ასეთი ოპერატიულები არიან, თუ მხოლოდ რუსეთში აკრძალულ სიმბოლიკაზე აქვთ გართულება? თუკი სიმბოლიკაზე ვსაუბრობთ, იქნებ საბჭოთა სიმბოლიკით დაიწყონ, რომელიც კანონით აკრძალული გვაქვს მაგრამ კი გხვდება ყოველ ნაბიჯზე, სტალინის ბიუსტებითურთ”-აცხადებს გორგიშვილი.

ჩეჩნეთის რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 5 სექტემბერს გამოაცხადა.
1991 წლის 27 ოქტომბერს ქვეყნის პრეზიდენტად ჯოხარ დუდაევი აირჩიეს.
1992 წლის 12 მარტს ჩეჩნეთის პარლამენტმა მიიღო რესპუბლიკის კონსტიტუცია.
1994 წლის 11 დეკემბერს კი, რუსეთის პრეზიდენტის, ბორის ელცინის ბრძანებით, ჩეჩნეთის

ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები შევიდნენ, რასაც ორწლიანი ომი, ჯოხარ დუდაევის მკვლელობა და ჩეჩნეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის დამხობა მოჰყვა.

ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა საქართველომ 1991 წელსვე აღიარა.

მსგავსი პოსტები

Back to top button