მნიშვნელოვანი
„ჩვენდა გასაკვირად, წინა ორმა ვიზიტმა მოსკოვში, საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო“ – ადა მარშანია
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2018/04/a71199b.jpg)
ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტების“ წევრი ადა მარშანია აცხადებს, რომ პატრიოტთა ალიანსის ვიზიტები მოსკოვში საკმაოდ კარგი შედეგის მომტანი აღმოჩნდა. ამის შესახებ ადა მარშანიამ რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, კონკრეტულად რა შედეგის მომტანია ეს ვიზიტები, მარშანიამ მაგალითად მოლაპარაკება მოიყვანა, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთიდან დევნილების ნაწილს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ საფლავებზე გადასვლა უნდა შეძლებოდათ.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის განცხადებით, შეთანხმება მიღწეული იყო, თუმცა, შემდგომში განვითარებულმა პროცესებმა, მათ შორის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობამ, პროცესი შეაჩერა.
ადა მარშანიას თქმით, ახლა შესაბამისი ფონია შესაქმნელი, რომ მოლაპარაკება განახლდეს.
მოისმინეთ ადა მარშანიას ხმა.