ჩვენი ხმა ევროპას – კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ყვარელში ჩავიდა

ჩვენი ხმა ევროპას – კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ყვარელში ჩავიდა.
სალომე ზურაბიშვილი ყვარლის ევროკლუბის 4 წლის საიუბილეო ღონისძიებას, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, რობინ დენიგანთან და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან ერთად დაესწრო.
” ეს არ არის ჩემი კამპანია, ჩემი პოლიტიკური მიზნებისთვის, ეს არის ჩვენი , თქვენი კამპანია, რომ ხელი მოვაწეროთ, ჩვენ ხმა ეკუთვნის ევროპას და მივაწვდინოთ ეს ხმა”- განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მედიის დამატებით კითხვებს არ უპასუხა.
“ჩემი ხმა ევროპას” – ხელმოწერები ყვარელშიც გაკეთდა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა და ახალგაზრდების ნაწილი იყო შეკრებილი.
ყვარლის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი, თელავში, მედია- ცენტრ კახეთს სტუმრობდა.
საქართველოს პრეზიდენტმა იქ შეკრებილ ახალგაზრდებს მიმართა და ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილმა ტორტი გაჭრა და დამატებით კომენტარი აღარ გაუკეთებია.