მნიშვნელოვანისიახლეები

ჩვენმა ხელისუფლებამ, რომელიც არალეგიტიმურია, მოახერხა, რომ ასეთ დროს დაპირისპირებაშია უკრაინის ხელისუფლებასთან-ბოკერია

ჩვენმა ხელისუფლებამ, რომელიც არალეგიტიმურია, მოახერხა, რომ ასეთ დროს დაპირისპირებაშია უკრაინის ხელისუფლებასთან, – ასე აფასებს “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია საქართველოდან უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის გაწვევის შესახებ პრეზიდენტ ზელენსკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს პირდაპირ არ ემსახურება.

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის ბაჩო დოლიძის შეფასებით, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა საგარეო პოლიტიკის კუთხით საქართველოს ხელისუფლების კრახზე მიუთითებს. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება თავისი პოლიტიკითა და განცხადებებით სამარცხვინო მდგომარეობაში აყენებს ქვეყანას.

„საგარეო კუთხით, ეს არის კრახი ჩვენი ხელისუფლებისთვის. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს ცივილური ნაწილი მხარს უჭერს უკრაინას და პროაქტიულად ეხმარება, ჩვენთან ისე მოხდა, რომ უკრაინამ თავისი ელჩი გაიწვია. გაიწვია რატომ? იმიტომ, რომ კონკრეტული რეზულტატი ვერ მიიღო საქართველოდან, ეს იყო სანქციების საკითხი, უკრაინის პროაქტიული დახმარება, ეს იყო ის, რომ კომფორტი არ უნდა შეგვექმნა რუსი ოლიგარქებისთვის, რომლებიც გაურბიან იმ სანქციებს, რომელსაც დასავლეთი მათ უწესებთ. ამის გათვალისწინებით, ძალიან ცუდი ფაქტია და რომ არა, კიდევ და კიდევ ჩვენი გმირი ბიჭების თავდადება, არ ვიცი ამ სირცხვილს რა მორეცხავდა, რასაც ქართული ხელისუფლება აყენებს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა დოლიძემ.

მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების თითოეული გადადგმული ნაბიჯი სამარცხვინოა.

„თავის მართლების თითოეულო მცდელობა არის სამარცხვინო, ნამდვილად ვერ დაემალებიან იმ ფაქტს, რომ მართლაც ლაჩრული, სამარცხვინო საქციელი გამოავლინეს ამ პერიოდში”, – განაცხადა დოლიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის მიმართ აქტიურ და ქმედით ნაბიჯებს დგამს.

ჟურნალისტებთან საუბარში რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას საქართველოდან ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით.

დეპუტატის თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია უკრაინის მიმართ აქტიური და ინტენსიური მხარდაჭერა საერთაშორისო და ჰუმანიტარული მიმართულებით.

ასევე, იონათამიშვილის განმარტებით, განსაკუთრებით პრიორიტეტულია საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევას ხელი მოაწერა.

პრეზიდენტმა დიპლომატიური ფრონტი ერთ-ერთ მთავარ ფრონტად მოიხსენია და აღნიშნა, რომ საქართველოდან და მაროკოდან ელჩები იმ მიზეზით გაიწვია, რომ მათ ვერ შეძლეს, მიეღწიათ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა ან უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებისთვის.

„დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის – გთხოვთ, ეძებეთ სხვა სამსახური“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისათვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაროკოდან და საქართველოდან ელჩების გაწვევას ხელი მოაწერა. ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას უკრაინის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების მუშაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვა სამსახური უნდა მოძებნონ იმ ელჩებმა, რომლებიც ვერ მიაღწევენ, რომ ქვეყნები, სადაც წარმოდგენილნი არიან, ერთი მხრივ უკრაინას დაეხმარებიან, მეორე მხრივ კი რუსეთს სანქციებს დააკისრებენ.

„არიან ადამიანები, რომლებიც სხვებთან ერთად მუშაობენ სახელმწიფოს დასაცავად იმისთვის, რომ უკრაინამ თავისი მომავლის არჩევა შეძლოს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული ასეთი ადამიანის ქმედებას. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ დარჩნენ იქ, სადაც არიან. დღეს ხელი მოვაწერე, მაროკოდან ელჩის გამოწვევას.

ასევე დაბრუნებულია ელჩი საქართველოდან.

დიდი პატივისცემით: არ იქნება შეიარაღება, სანქციები, შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის, გთხოვთ, ეძებეთ სხვა სამსახური”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ოპოზიციიდან თინა ბოკუჩავას ,გიგა ბოკერიას, გრიგოლ გეგელიას პააატა მანჯგალაძის და მმართველი გუნდიდან ბექა დავითულიანის და  რატი იონათამიშვილის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button