კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ჩვილის ყიდვა-გაყიდვა

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჩვილის ყიდვა-გაყიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 18 ივნისს, დუშეთში მცხოვრებ წყვილს ვაჟი შეეძინა. დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით, მათ ბავშვის გაყიდვა განიზრახეს. მშობლები დაუკავშირდნენ პირს, რომელსაც შეუთანხმდნენ, რომ 5 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, შვილს მიყიდდნენ, რაზეც მან თანხმობა განუცხადა. შემდეგ აღნიშნული პირი სამოქალაქო რეესტრში ახალშობილის მამად დარეგისტრირდა და დაბადების მოწმობა აიღო.

5 000 აშშ დოლარი კი, შეთანხმებისამებრ, ახალშობილის მშობლებს გადასცა. ამ დროს მოხდა მათი დაკავება.

გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით, ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button