მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

CNN – უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან დღემდე რუსეთში ომის საწინაღმდეგო აქციებში მონაწილე 5942 მოქალაქე დააკავეს

აქციები ლოზუნგით „არა ომს“ რუსეთის 57 ქალაქში გაიმართა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან დღემდე რუსეთში ომის საწინაღმდეგო აქციებში მონაწილე 5942 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN სადამკვირვებლო ორგანიზაცია OVD-Info დაყრდნობით ავრცელებს.

მხოლოდ კვირას ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე აქციებზე 2 802 ადამიანი დააპატიმრეს, აქედან, სულ მცირე, 1275 აქტივისტი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში დააკავეს.

სადამკვირვებლო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ აქციები ლოზუნგით „არა ომს“ რუსეთის 57 ქალაქში გაიმართა.

ცნობისთვის, რუსეთის ხელისუფლებამ ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა არ მიიღონ მონაწილეობა მსგავს საპროტესტო აქციებში.

მსგავსი პოსტები

Back to top button