ეკონომიკამსოფლიოპოლიტიკასიახლეები

ჟაირ ბოლსონარუ – ბრაზილია რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს

უკრაინელებმა „თავიანთი ქვეყნის ბედი კომიკოსს ანდეს

ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ აცხადებს, რომ მისი ქვეყანა უკრაინის საკითხზე ნეიტრალურ პოზიციას შეინარჩუნებს და რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს.

მისი თქმით, ბრაზილია დამოკიდებულია რუსულ სასუქზე და მოსკოვის წინააღმდეგ ქმედებამ „შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ქვეყნის სოფლის მეურნეობას“.

ამასთან, ბოლსონარუმ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ უკრაინელებმა „თავიანთი ქვეყნის ბედი კომიკოსს ანდეს“.

შეგახსენებთ, ჟაირ ბოლსონარუ 16 თებერვალს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button