რეგიონი

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტები უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებას იწყებენ

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონის მუნიციპალიტეტები უკრაინული ქალაქებისთვის ჰუმანიტარული დახმარებას გაწევას იწყებენ.

რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისინი დამეგობრებული არიან შემდეგ ოლქებთან და ქალაქებთან: ხერსონის ოლქი, პოკროვსკის, ვოზნესენსკის, მარიუპოლის, ბოიარკას, ბელაია-ცერკოვის, ლუგანსკის, ჩორნომორსკის, სევასტოპოლის, უკრაინკის, სლავსკეს და გოროხოვოს მუნიციპალიტეტები.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათ აქტიური კომუნიკაცია აქვთ ამ ქალაქების წარმომადგენლებთან და ეს აქციაც მათი საჭიროებების მიხედვით იგეგმება.

“მეგობარი უკრაინული ქალაქების დასახმარებლად, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრები გათვალისწინებული იქნება უკრაინელი ხალხისთვის პირველადი მოხმარების აუცილებელი სამედიცინო ნივთების შესაძენად”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მოუწოდებს სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნეს სექტორს და შეძლებისდაგვარად მუნიციპალიტეტების მოსახლეობას, მონაწილეობა მიიღონ ამ აქციაში.
ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირება მთავრობის დახმარებით მოხდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button