მსოფლიოსიახლეები

COVID-19 უხანში მცხოვრები უსახლკარო კატების 15%-ს დაუდგინდა

ჩინეთის ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ COVID-19 კატებიდანაც შეიძლება გავრცელდეს. კორონავირუსით ინფიცირების დიაგნოზი ქალაქ უხანში მცხოვრები უსახლკარო კატების 15 %-ს დაუდგინდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ელექტრონული სამეცნიერო კვლევითი ბიბლიოთეკა ბიოარქივი ავრცელებს.

უხანში კვლევისთვის ქუჩიდან აყვანილი 102 კატიდან ვირუსი 15-ს დაუდასტურდა. ეს კორონავირუსით კატების ინფიცირების პირველი შემთხვევა არაა. რამდენიმე დღის წინ ბელგიაში COVID-19 კატას თავისი პატრონისგან გადაედო.

ჩინელი მეცნიერების მტკიცებით, კატებს ვირუსის გავრცელების უნარი გააჩნიათ, თუმცა ადამიანისგან განსხვავებით, ისინი ინფიცირების შემდეგ 100%-იანი მაჩვენებლით იღუპებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button