მსოფლიოსიახლეები

COVID-19-ის წინააღმდეგ საერთაშორისო რეაგირების გამოძიება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ გლობალური რეაგირების შესახებ, დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდება. შესაბამის რეზოლუციას ჯანმო-ს 194 წევრი ქვეყანა ჟენევაში გამართულ ვირტუალურ ყოველწლიურ ასამბლეაზე შეუერთდა.

გამოძიების ფარგლებში ნებადართული იქნება, თავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის როლიც შეფასდეს. რეზოლუცია ევროკავშირმა 100 სახელმწიფოს სახელით წარადგინა. ის მოუწოდებს, „მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ყოვლისმომცველი“ შეფასება მოხდეს კორონავირუსის საწინააღმდეგოდ საერთაშორისო დონეზე განხორციელებული ნაბიჯებისა. ის ასევე, ორიენტირებული იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ COVID-19-თან დაკავშირებით მიღებული ზომების თარიღების გამოკვლევაზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არაერთხელ გააკრიტიკეს იმის გამო, რომ გლობალური ჯანდაცვითი საფრთხის შესახებ დაგვიანებით განაცხადა. რეზოლუცია, ასევე, მოუწოდებს მსოფლიოს, რომ უზრუნველყოს ნებისმიერ წამალსა და ვაქცინაზე გამჭვირვალე, თანაბარი და დროული ხელმისაწვდომობა, ხოლო ჯანმო-ს უბიძგებს, რომ ვირუსის წყარო და მისი მოსახლეობაში გავრცელების გზები გამოიკვლიოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button