მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

”COVID-19 ლაბორატორიაში შეიქმნა”

ფრანგი ვირუსოლოგი ლუკ მონტანიე, რომელსაც 2008 წელს ნობელის პრემია აივ-ის აღმოჩენისთვის მიენიჭა, აცხადებს, რომ ახალი ტიპის კორონავირუსს, COVID-19-ს ბუნებრივი წარმომავლობა არ აქვს და ის ლაბორატორიაში შეიქმნა.

პროფესორის თქმით, მას არ სჯერა, რომ ვირუსი ვუჰანის ბაზარში დაბინძურების შედეგად გაჩნდა.

“ეს მშვენიერი ლეგენდაა, თუმცა შეუძლებელი. ვირუსი ვუჰანის ლაბორატორიიდან მოდის“, – ამბობს მონტანიე.

მისი თქმით, ვუჰანის ლაბორატორია კორონავირუსებზე 2000 წლებიდან სპეციალიზირდება და მას ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს.

ნობელის პრემიის ლაურეატი აცხადებს, რომ ყველა ფაქტი თავის მათემატიკოს კოლეგასთან, ჟან-კლოდ პერეზთან ერთად გააანალიზა.

“ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ამ ვირუსმა მანიპულაცია განიცადა. ეს მოლეკულარული ბიოლოგების ნამუშევარია“, – განაცხადა მონტანიემ ტელეარხ CNews-თან ინტერვიუში.

ლუკ მონტანიე ამბობს, რომ COVID-19-ში აივ-ის ნაწილაკები იყო დამატებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button