სინდი კროუფორდის ქალიშვილი პირველ მასშტაბურ რეკლამაში გადაიღეს [Photo/Video]

სუპერმოდელ სინდი კროუფორდის ქალიშვილი, 14 წლის კაია გერბერი Chrome Heart-ის ბრენდის სარეკლამო სახე გახდა, – გვაცნობებს The Daily Mail.

გადაღება ნიუ-იორკში მიმდინარეობდა. ფოტოსურათების ავტორს – Chrome Heart-ის მფლობელს, ლორი ლინ სტარკს სინდი კროუფორდის ოჯახთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს.

ცნობილია, რომ ნორჩი მოდელი, ასაკის მიუხედავად, სამოდელო ბიზნესით რამდენიმე წელია დაკავებული. იგი 10 წლის ასაკში Young Versace-ს ბრენდის სარეკლამი კამპანიაში გადაიღეს. ამის გარდა, კაია რამდენიმე პრიალა ჟურნალის ფურცლებსაც ამშვენებდა.

როგორც გამოცემა Daily Mail-ი აღნიშნავს, ლორი ლინ სტარკი ნორჩ მოდელთან თანამშრომლობით ძალიან კმაყოფილია.

“კაია არაჩვეულებირივი ტალანტის მქონე გოგონაა”, – დასძინა Chrome Heart ბრენდის მფლობელმა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”28819″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button