მწყურვალმა კობრამ წყალი ბოთლიდან დალია [Video]

ინდოეთის ერთ-ერთ სოფელში სამეფო კობრას, რომელიც გაუწყლოებით იტანჯებოდა, ადგილობრივმა მოსახლეებმა წყალი ბოთლიდან დაალევინეს და სიკვდილს გადაარჩინეს. ინფორმაციას გამოცემა The Mashable ავრცელებს.

გამოცემის მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეომ 24 საათის განმავლობაში 671 ათასი ნახვა დააგროვა და მრავალი მოწონება დაიმსახურა.
ვიდეორგოლში ის მომენტია დაფიქსირებული, როცა ქვეწარმავალი მამაკაცის მიერ მიწოდებული პლასტიკის ბოთლიდან წყალს მშვიდად სვამს.
12 ფუტის (3,5 მეტრი) სიგრძის კობრა სიკვდილს მას შემდეგ გადაურჩა, რაც წყლის ძიებაში ერთ-ერთ სოფელში მისრიალდა.
აღსანიშნავია, რომ სამეფო კობრა შხამიან გველთა შორის ყველაზე მსხვილია. მისი კბენიდან 15 წუთში ადამიანი იღუპება.
ამჟამად ინდოეთის სამხრეთ ნაწილში ხანგრძლივი და ძლიერი გვალვა მძვინვარებს, რამაც 10 ათას ოჯახს, სოფლის მეურნეობასა და ველურ ბუნებას დიდი ზიანი მოუტანა.

მსგავსი პოსტები

Back to top button