მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

COVID-19 – მსოფლიო სტატისტიკა

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 8 676 შეადგინა. მათგან გამოჯანმრთელდა 3 297 ადამიანი. 120 ინფიცირებული ვირუსს ემსხვერპლა.

სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა პირველ მარტს დადასტურდა.

აზერბაიჯანში დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 191 ახალი შემთხვევა აღრიცხეს. 2 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

საერთო ჯამში, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 4 759-ია, 56 ადამიანი კი, გარდაიცვალა. ქვეყანას 3 022 გამოჯანმრთელებული ჰყავს.

აზერბაიჯანში 4 მაისიდან კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების შერბილება დაიწყო. თუმცა, ქვეყანაში კარანტინის რეჟიმი 31 მაისამდე გახანგრძლივდა.

რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 232 ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის დაწყებიდან ახალი მაქსიმუმია.

წინა მაქსიმუმი 26 და 28 მაისს დაფიქსირდა, როდესაც 24 საათის განმავლობაში რუსეთში 174 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსს 4 374 ადამიანი ემსხვერპლა.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს, გასული დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების 8 572 შემთხვევა დადასტურდა, რამაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 387 623-მდე გაზარდა.

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსით 180 458 ადამიანი დაინფიცირდა. აქედან 741 ახალი შემთხვევაა.

ინფექციას ქვეყანაში 8 450 ადამიანი ემსხვერპლა, ბოლო დღე-ღამეში 39 პაციენტი გარდაიცვალა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 164 000-ს შეადგენს.

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 26 417 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც, პანდემიის გავრცელების დროიდან, ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბრაზილიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 438 238-ს აღწევს.

რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით 1 156 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 26 754 -მდე გაიზარდა.

ცნობისათვის, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით, ქვეყანა მსოფლიოში კვლავ მეორე ადგილზეა, აშშ-ის შემდეგ.

worldometers.info-ს მონაცემებით, ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობაა 5 924 107. გარდაიცვალა 362 459 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 2 593 120 პაციენტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button