შაფათავა 2 ტიტულისთვის იბრძვის

ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) 2 ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ ერთეულებში პირველმა ნომრად განთესილმა შაფათავამ ნახევარფინალში გააღწია და იქ მე-6 რეიტინგის მქონე უნგრელ ნაომი ტოტკას გაეჯიბრება. მე-2 ნახევარფინალში ავსტრიელი ჩოგბურთელები – მელანი კლაფნერი (მე-2) და ჯულია გრაბჰერი (მე-8) ითამაშებენ.

წყვილთა შეჯიბრში პირველი განთესვის მქონე შაფათავამ და სლოვაკმა მიკაელა ჰონჩოვამ უკრაინელ შახრაიჩუკს და ეგვიპტელ შავკატს 6:2, 6:1 მოუგეს და ნახევარფინალში ავსტრიულ-რუმინულ დუეტს (გრაბჰერი-მიჰაილა) დაუპირისპირდებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button