Stratfor უკრაინის ევრო-ოცნებები Brexit-ზე დაიმსხვრა

ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგები ყველაზე მეტად სამ ქვეყანას აშინებს – უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვის, – ასე თვლიან ამერიკული კერძო ანალიტიკურ-სადაზვერვო სააგენტო Stratfor-ის ექსპერტები.

კიევი, თბილისი და კიშინიოვი დიდი ხნის მანძილზე ცდილობდნენ ევროკავშირის რიგენში შერწყმას, მაგრამ მათ კანდიდატის სტატუსიც კი ვერ მოიპოვეს. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ Brexit-მა მათი ისედაც მოჩვენებითი შანსები უფრო ბევრად შეამცირა.

“უკრაინა, საქართველო და მოლდოვა წუხილს გამოთქვამენ, რომ ევროკავშირის დაინტერესება აღმოსავლეთით გაფართოების მიმართულებით ნელ-ნელა მოდუნდება, რაც რეგიონებში რუსეთის გავლენას შეუწყობს ხელს”, – თვლიან Stratfor-ში.

უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ხელმძღვანელობა უარესი სცენარისთვის ემზადება იმ შემთხვევაში, თუ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია განუზომელი ვადით გადაიწევა.

საქართველო ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება და მთავრობას ეშინია, რომ Brexit-ი მოსახლეობის პროევროპულ განწყობას შეარყევს. ამჟამდ თბილისში პრორუსული პოლიტიკური პარტიები უფრო დიდ პოპულარობას იხვეჭენ, რომლებიც მოსახლეობას არა ბრიუსელთან, არამედ მოსკოვთან კავშირისკენ მოუწოდებენ, – აღნიშნავენ ექსერტები.

მსგავსი პოსტები

Back to top button