მსოფლიოსიახლეები

COVID-19 – სტატისტიკა აზერბაიჯანში

ბოლო 24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი 118 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა ერთი ადამიანი.

ინფორმაციას Worldometers.info ავრცელებს.

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3 749-მდე გაიზარდა. დაიღუპა 44 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 2 340 პაციენტი.

აზერბაიჯანში 4 მაისიდან, კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების შერბილება დაიწყო. ქვეყანაში კარანტინის რეჟიმი 31 მაისამდე გახანგრძლივდა.

ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5 127 431-ს აღწევს. მათგან, გარდაიცვალა 330 946 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 2 044 153 პაციენტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button