მსოფლიოსიახლეები

COVID-19 – სტატისტიკა რუსეთსა და უკრაინაში

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5 841-ით გაიზარდა და მთლიანობაში ქვეყანაში დადასტურებულ პაციენტთა რიცხვმა 99 399-ს მიაღწია. ამასთან, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 105 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვმა 972 შეადგინა.

კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ვირუსისგან 10 200-ზე მეტი პაციენტი განიკურნა.

ბოლო 24 საათში, უკრაინაში კორონავირუსი 456 ადამიანს დაუდგინეს. მათგან 33 ბავშვია, 133 კი, ჯანდაცვის სფეროს თანამშრომელი. COVID 19-ს ქვეყანაში კიდევ 11 პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა ჯამური რაოდენობა 250-მდე გაიზარდა.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების სულ 9 866 შემთხვევა დადასტურდა. აქედან 1 103 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button