Credit Suisse რუსი კლიენტების მომსახურებას აჩერებს

შვეიცარული ბანკი Credit Suisse რუსეთის უმდიდრესი კლიენტების მომსახურებაზე უარს ამბობს. როგორც ბანკთან დაახლოებული პირი გამოცემა Forbes-თან აცხადებს, გადაწყვეტილება მაისის ბოლოს იყო მიღებული.

რუსეთის მოქალაქეებს საზღვარგარეთის ბანკებთან პრობლემები მას შემდეგ დაეწყოთ, რაც დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა. გამოცემა წერს, რომ რუსეთში ბანკის კლიენტების რაოდენობა მცირეა, თუმცა მათ Credit Suisse-ის პირადი ბანკირის მომსახურება აღარ ექნებათ.

გამოცემა მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება იმ ფონზე იყო მიღებლი, როდესაც შვეიცარიის პროკურატურა Credit Suisse-ის ბანკირის მიმართ აწარმოებს გამოძიებას. კერძოდ, რამდენიმე რუსი ბიზნესმენი, და ასევე ბიძინა ივანიშვილი ბანკს მილიონობით დოლარით დაზარალებაში ადანაშაულებენ. ბანკირი ამ დროისთვის დაკავებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button