ლივ ტაილერს ქალიშვილი შეეძინა [Photo/video]

ამერიკელი მსახიობი, ლივ ტაილერი მესამედ გახდა დედა. ინფორმაცია ამის შესახებ ტაილერის Instagram-გვერდზე განთავსდა.

გოგონას ლულა როუზი დაარქვეს. სოციალურ ქსელში განთავსებულ სურათზე ახალშობილი ხელში უჭირავს მამამისს – სპორტულ აგენტ დეივ გარდნერს.

ახალშობილი გოგონას გარდა ტაილერს გარდნერისგან ვაჟი – სეილორ ჯინი ჰყავს, ხოლო მუსიკოს როსტონ ლენგდონთან პირველი ქორწინებიდან კი 11 წლის მაილო უილიამი.

ლივ რანდგრენ ტაილერი (დ. 1ივისი, 1977) — ამერიკელი მსახიობი და მოდელი. ის არის ჯგუფ Aerosmith-ის სოლისტის, სტივემ ტაილერისა და მოდელ ბებე ბუელის ქალიშვილი. მან სამოდელო კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო და სულ მალე მსახიობობითაც დაინტერესდა. მისი დებიუტი 1994 წელს ფილმში “ჩუმი შემოდგომა” შედგა. ის ყველასთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც “ბეჭდების მბრძანებლის” ტრილოგიაში ითამაშა. ტაილერმა ასევე მთავარი როლები შეასრულა ფილმებში: “არმაგედონი” (1998), “უცნობები” (2008) და წარმოუდგენელი ჰალკი (2008).

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”38177″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button