მსოფლიოსიახლეები

“დაავადება, შესაძლოა, ნებისმიერ დროს გაიზარდოს”

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის მეორე პიკს არ გამორიცხავს. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი მაიკ რაიანი განმარტავს, ამჟამად პანდემია პირველი ტალღის შუა ფაზაშია და საჭიროა კარგად ვაცნობიერებდეთ იმ ფაქტს, რომ „დაავადება ნებისმიერ დროს შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს“.

მეორე პიკი ან მეორე ტალღა, შესაძლოა, გრიპის სეზონის განმავლობაში გამოვლინდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყველა ქვეყანას მოუწოდებს, იყვნენ ფრთხილად და დროულად გამოავლინონ დაავადება.

რაც შეეხება ბოლო მონაცემებს, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა ხუთ-ნახევარ მილიონს გადააჭარბა. გარდაცვლილია 347 950, ხოლო გამოჯანმრთელებულია 2 მილიონ 300 ათასზე მეტი ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button