მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“დაბრუნდეს პარლამენტი ქუთაისში!”

“დაბრუნდეს პარლამენტი ქუთაისში!” – ამ ლოზუნგით, პარლამენტის ყოფილ შენობასთან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შეიკრიბნენ და საკანონდებლო ორგანოს ქუთაისში დაბრუნება მოითხოვეს.

მოძრაობა “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” წევრების ინიციატივით, საკანონმდებლო ორგანოს ყოფილ შენობასთან ვიდეორგოლიც გადაიღეს. მისი მონაწილეების მთავარი გზავნილის მიხედვით, ქუთაისელები საპარლამენტო არჩევნებზე მხარს იმ პოლიტიკურ ძალას დაუჭერენ, რომელიც საარჩევნო პროგრამაში დანაპირებას ასახავს, რომ პარლამენტი ქუთაისს დაუბრუნდება.

“დღეს გვქონდა კლიპის გადაღება, სადაც პოლიტიკურ პარტიებს მოვუწოდებთ, მხარი დაუჭირონ ქუთაისში პარლამენტის დაბრუნებას და ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ამას გაითვალისწინებს და გაწერს პროგრამაში, იქნება მოძრაობის მხრიდან მხარდაჭერილი არჩევნების პროცესში.” – ამბობს სამეცნიერო ინტელექტუალურ კლუბ “თაობათა დიალოგის” წევრი ნუგზარ კოხრეიძე.

მოისმინეთ აქციის მონაწილეთა ხმები.

მსგავსი პოსტები

Back to top button