რეგიონისაქართველოსიახლეები

დაგვიანებული ბოლო ზარი

ქუთაისში მე-12 კლასელების ნაწილმა ბოლო ზარი დაგვიანებით აღნიშნა.

კორონავირუსის პანდემიის მიზეზით ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და შეზღუდვების გამო, ბოლო ზარის აღნიშვნა ბევრმა სკოლამ გააუქმა ან გადადო.

ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასელებმა ბოლო ზარი 20  მაისის ნაცვლად, ერთი კვირის შემდეგ აღნიშნეს და ტრადიციული რიტუალიც შეასრულეს.

საშუალო სკოლის კურსდამთავრებულები აღნიშნავენ, რომ მათთვის ბოლო ზარი გარკვეული ეტაპის მონიშვნაა, ძველთან გამომშვიდობება და რაღაც ახლის დაწყება.

„ჩემი აზრით, ეს არის ცხოვრებაში ახალი ეტაპი“. – მიაჩნია მე-12 კლასელ საბა ქიჯიას.

მან სამ თანაკლესელთან ერთად არაოფიციალურად, მაგრამ მაინც აღნიშნა სკოლის დამთავრება.

საბა და მისი კლასელები საუბრობენ სიახლეების მოლოდინზე და იმის შეგრძნებაზეც, რომ რაღაც დიდი დასრულდა და სამუდამოდ წარსულში დარჩა.

„სამწუხაროა ის ფაქტი, სკოლის გაცდენა კლასელებთაან ერთად, „შატალოზე“ წასვლები ტყეში ან ბაგრატის ტაძრზეც, აღარ იქნება“. – ამბობს საბა.

ქუთაისში  სკოლა 1 945-მა მოსწავლემ დაასრულა.  მათგან 1 680-მა მოსწავლემ – საჯარო სკოლა, ხოლო 265-მა, – კერძო.

პანდემიის მიზეზით, საგანმანათლებლო დაწესებულებების დამამთავრებელ კლასებში სასწავლო პროცესი 2 მარტს შეწყდა.

სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება.

წყარო: ქუთაისიპოსტი

მსგავსი პოსტები

Back to top button