მნიშვნელოვანისპორტი

პარიზის გრანდ სლემი დასრულდა. ფედერციამ ახალი რეიტინგები გამოქვეყნა.

ძიუდოს საერთაშორისო ასოციაციამ გუშინ საღამოს ძალოსანთა ახალი რეიტინგები გამოაქვეყნა.

რეიტინგში დიდი პროგრესი აქვს ეთერ ლიპარტელიანს.მან 300 ქულით მეტი მოიპოვა და ახლა 3674 ულით ლიდერთა შორისაა. ლიპარტელიაანმა 4 სფეხურით წაიწია და ამ დროისთვის მეექვსე პოზიციაზეა.

ლუკა მაისურაძემ პარიზში ბრინჯაო მოიპოვა და ახლა მისი სარეიტინგო ქულა 1 490 -ია. მაისურაძემ 29-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.

ონისე სანებლიძეს 100 კილოში 1 485 ქულა აქვს და რეიტინგში 25-ეა.

81 კილო წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი ისედაც პირველ ადგილზე იყო. პარიზში ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ, ტატოს 200 ქულით მეტი აქვს, ახლა მას 6 867 ქულა აქვს. უახლოეს კონკურენტ ბელგიელ მათიას კასეს ტატო თითქმის 800 ქულით უსწრებს. მეტიც, ტატო მსოფლიო რეიტინგის აბსოლუტური ლიდერია.

ვაჟთა სამ წონაში მსოფლიო რეიტინგს ქართველები ლიდერობენ: ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი და ლაშა ბექაური. თავის წონაში მეორე ადგილზეა ვაჟა მარგველაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პარიზის გრანდ სლემზე ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა იჭიდავა და ოთხივემ მედალი მოიპოვა! ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) ვერცხლი დაისაკუთრა, ლუკა მაისურაძემ (-90 კგ), ონისე სანებლიძემ (-100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ)

მსგავსი პოსტები

Back to top button