მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

დაპირისპირება იურიდიულ კომიტეტში

ხმაური და დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. ერთმანეთს მმართველი გუნდის და ოპოზიციის წევრები დაუპირისპირდნენ. ხმაური შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამართალდამცველების ქმედებების განხილვას მოჰყვა.

ოპოზიციამ მოითხოვა შინაგან საქმეთა მინისტრმა პასუხი გასცეს კითხვებს, რომელიც კახეთში განვითარებულ მოვლენებს ეხება. კერძოდ: საუბარი ეხება ოპოზიციის ლიდერებისა და მხარდამჭერების თელავში არშეშვებას, მომხდარ დაპირისპირებებს და ოპოზიციის ლიდერის, დავით კირკიტაძის დაკავებას.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ თქვა, რომ საკითხი დღის წესრიგში არ არის. შესაბამისად, მისი განხილვა ვერ მოხდებოდა.

ეკა ბესელიას განცხადებას ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. ვითარება სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მოისმინეთ კომიტეტის სხდომაზე მიმდინარე კამათის მონაწილეთა ხმები.

მსგავსი პოსტები

Back to top button