დაკავება საგარეჯოში

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და პოლიციელთათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს საგარეჯოს თანამშრომლებმა 25 წლის ბიჭი დააკავეს.

როგორც რადიო “ჰერეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებულმა საგარეჯოში, რუსთაველის ქუჩაზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლა. სამართალდამცველებმა, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე შემოვლას აწარმოებდნენ, მას წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, თუმცა ბრალდებული არ დაემორჩილა მოთხოვნას და მათ ცეცხლი გაუხსნა. სამართალდამცველებმა მამაკაცი განაიარაღეს და ადგილზე დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, “ა-კა-ეს”-ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 71 საბრძოლო ვაზნა ამოიღო. დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია 1 მჭიდი. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button