მნიშვნელოვანისაქართველო

კრწანისის გამგეობის თანამშრომელს ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ

ქრთამის აღების ბრალდებით, კრწანისის გამგეობის სამხედრო განყოფილების წამყვანი სპეციალისტი დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, 25 წლის ასაკს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 1000 ლარის გადახდა მოსთხოვა.

უწყებაში თქვეს, რომ დაკავებულმა მოქალაქეს მოთხოვნილი თანხის ნაწილი, 650 ლარი გამოართვა და განუმარტა, რომ ის სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლებული იყო. მოგვიანებით კი, დარჩენილი თანხაც აიღო, რა დროსაც ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

მსგავსი პოსტები

Back to top button