მნიშვნელოვანირეგიონი

დედოფლისწყაროს მერია 45 000 ლარად ავტომობილს ყიდულობს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 45 000 ლარის ღირებულების, მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის შეძენას გეგმავს.

მერიამ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ავტომობილი რუხი ან ვერცხლისფერი უნდა იყოს, გამოშვების წელი 2012-ს ზემოთ, სალონი ტყავის ან ნაჭრის. ავტომობილს უნდა ჰქონდეს კონდიციონერი და კლიმატკონტროლი, ასევე ალუმინის დისკები და ცენტრალური საკეტი. უნდა რეგულირდებოდეს სავარძლის სიმაღლე.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი გახდა. ჯანიაშვილი მანამდე დედოფლისწყაროს გამგებელი იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button