დაკავებულია 2 სახელმწიფო მოხელე
დაკავებულია 2 სახელწიფო მოხელე. წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე და მისი აპარატის თანამშრომელი ფინანსურმა პოლიციამ აიყვანა.
თემურ ღვინჯილიასა და მისი თანამშრომლის დაკავების მიზეზი კონტრაბანდული სიგარეტია, რომელიც თვითმმართველი ორგანოს ხელმძღვანელს ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოჰქონდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლის დაკავებასთან დაკავშირებით, საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს.
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ამავე საკრებულოს აპარატის თანამშრომელი დააკავეს.
“ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება.
“გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.” – ნათქვამია განცხადებაში.