მსოფლიოსაქართველოსიახლეები

დამატებითი $600 000 აშშ-დან საქართველოსთვის

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებითი $600 000 გამოყო. ეს თანხა COVID-19-ის წინააღმდეგ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოხმარდება.

აშშ-ის საელჩოს ცნობით, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად და ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფთა დასახმარებლად, ამერიკის მთავრობამ USAID-Georgia-ის მეშვეობით, მთლიანობაში, $1.7 მილიონი დოლარი გამოყო.

გარდა ამისა, ამერიკა საქართველოს კორონავირუსის გამოსავლენ 2 000 ერთეულ მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტის კომპლექტს ჩუქნის.

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. ისტორიაში პირველად, ქვეყნის ყველა შტატში ფედერალური კატასტროფის მდგომარეობა გამოცხადდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button