“დამესიზმრა, რომ პუტინი უკვდავია და მასთან გენერალ-პოლკოვნიკად ვმუშაობ!”

რუსეთის პრეზიდენტმა 63-ე იუბილე სოჭში იზეიმა. ვლადიმერ პუტინმა ჰოკეის ღამის ლიგის გალა-შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

იუბილარმა მეტოქის კარში 8-ჯერ გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა. შეხვედრა პუტინის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ჰოკეის ღამის ლიგა მოყვარულ ჰოკეისტთა გაერთიანებაა, რომელიც 2011 წელს შეიქმნა და სიმბოლურ ტურნირებს ყოველწლიურად ატარებს.

პუტინის დაბადების დღესთან დაკავშირტებით, გაზეთმა “Metro”-მ სოციალური ქსელის – “Вконтакте”-ს გვერდზე რუსეთის მოსახლეობას პუტინზე სიზმრების გაზიარება შესთავაზა. აი, რა დაწერეს მკითხველებმა (საავტორო ორთოგრაფია და პუნქტუაცია დაცულია):

“დამესიზმრა, რომ უმუშევარი ვარ ბაღის სკამზე მოწყენილი ვზივარ. ვხედავ, პუტინი მოდის, გვერდზე მომიჯდა და მითხრა: არ დაიდარდო, სამსახური გამოჩნდება და ყველაფერი მოგვარდება. და მართლაც, რამდენიმე დღეში მუშაობა დავიწყე!”

“პუტინი მეწვია და მეუბნება, ყავა მომიდუღეო. ვუთხარი, რომ ყავის მომდუღებელ აპატარატებში ვერ ვერკვევი. ვლადიმერმა ჯიბიდან ინცტუქცია ამოიღო და თქვა: მოდი, ერთად გავერკვიოთო. შედეგად, არაჩვეულებრივი არომატის ყავა მოვხარშეთ”.

“ერთხელ დამესიზმრა, რომ პუტინი უკვდავია და მასთან გენერალ-პოლკოვნიკად ვმუშაობ!”

მსგავსი პოსტები

Back to top button