მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

დამოუკიდებელი ექსპერტები ლექსო ლაშქარავას საქმეზე ვიდეო-კადრების ექსპერტიზას ითხოვენ

ლექსო ლაშქარავას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული კადრების ექსპერტიზას ითხოვს დაცვის მხარე.

დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტები სამხარაულის ბიუროს, მის საქმიანობას და დასკვნას უნდობლობას უცხადებენ.

,,ემპათიას” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო დასკვნას ისე დადებს, რომ ლაშქარავას სიკვდილის გამომწვევ მიზ-შედეგობრივ კავშირზე კვლევებს არ ჩაატარებს. მისი თქმით, სიკვდილის რეალური მიზეზის დასადგენად აუცილებელია, კომპლექსური კვლევა ჩატარდეს, მათ შორის, საერთაშორისო სპეციალისტების მონაწილეობით, თუმცა, მისი თქმით, აღნიშნული სამხარაულის ბიუროს ინტერესებში არ შედის. ჯიშკარიანი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე აუცილებელია, ექსპერტიზა ჩაუტარდეს იმ ვიდეომასალას, რაც შსს-მ გამოაქვეყნა.

ლექსო ლაშქარავას სიკვდილის გამომწვევი მიზეზზე საერთაშორისო ექსპერტების მსჯელობაც უნდა იყოს. მაგრამ არ გვაქვს იმის იმედი, რომ სამხარაულის ბიურო ამას გააკეთებს.

სამხარაულის ექსპერტიზა მოძველებული სტანდარტებით ხელმძღვანელობს, ამგვარი კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზით, რასაც ითვალისწინებს სტამბულის, ან მინესოტას პროტოკოლი, იგი არ ფლობს რესურსს, რომ ამგვარი დასკვნა დაწეროს. თვითონ გამოკვლევის მეთოდები საკმაოდ მოძველებულია. შესაბამისად, დიდი მოლოდინი არ მაქვს,

ჩანაწერები შესაძლოა, არ იყოს ერთი დღის ჩანაწერები. მასზე თარიღი და დრო არ არის დატანილი. ვფიქრობ, რომ ამ ჩანაწერებზეც უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა. – ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.
როდის დაიდება და გასაჯაროვდება საბოლოო დასკვნა, ამ ეტაპზე უცნობია.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან მალევე გაასაჯაროვა კადრები და შეეცადა საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი ტვ პირველის ოპერატორი ზედოზირებას ემსხვერპლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button